# ხშირად დასმული კითხვები ტურებზე

> პასუხები ხშირ კითხვებზე: როგორ დავჯავშნოთ ტური, რა შედის ფასში, საიდან ვიწყებთ, რა დოკუმენტებია საჭირო და როდის ვიხდით თანხას.

URL: https://besttraveler.ge/ka/kitkhvebi/

# ხშირად დასმული კითხვები

[ჯავშანი და გადახდა](#q1)[დოკუმენტები და ვიზა](#q2)[ავიატურები](#q3)[ერთდღიანი ტურები](#q4)

## ჯავშანი და გადახდა

**როგორ დავჯავშნო ტური?**

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე: 579 57 56 36. დაგიდასტურებთ თავისუფალ ადგილსა და ფასს, შემდეგ ადგილს ავანსით დაჯავშნით.

**რა ოდენობის ავანსი უნდა გადავიხადო?**

ავანსის ოდენობა თითოეულ ტურზე განსხვავებულია და მითითებულია ტურის გვერდზე, ფასის გვერდით.

**როდის ვიხდი დარჩენილ თანხას?**

დარჩენილ თანხას იხდით ტურის დაწყებამდე 15 დღით ადრე. ზოგ შორეულ ტურზე (მაგალითად, ჩინეთში) — 1 თვით ადრე; ეს ტურის გვერდზე წერია.

**როგორ გადავიხადო?**

საბანკო გადარიცხვით — საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის ანგარიშზე. ანგარიშის ნომერს ჯავშნისას გიგზავნით.

**ბრუნდება თუ არა თანხა?**

თუ ტურზე საკუთარი მიზეზით ვერ მიდიხართ, გადახდილი თანხა არ ბრუნდება. ასევე არ ბრუნდება, თუ საზღვარს ვერ გადაკვეთთ ვადაგასული ან არასაკმარისი ვადის პასპორტის გამო.

**რატომ შეიძლება შეიცვალოს ფასი?**

ავიატურების ფასი გამოთვლილია ავიაბილეთების მიმდინარე ფასის მიხედვით. გამგზავრების მოახლოებასთან ერთად ბილეთები ძვირდება, ამიტომ უმჯობესია ტური დროულად დაჯავშნოთ.

## დოკუმენტები და ვიზა

**რა დოკუმენტებია საჭირო?**

საზღვარგარეთის პასპორტი, რომელიც მოქმედებს მინიმუმ 6 თვე. სომხეთისა და თურქეთის ტურებზე შეგიძლიათ პირადობის მოწმობითაც იმგზავროთ.

**რა სჭირდება ბავშვს?**

დაბადების მოწმობა, მშობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა და საზღვარგარეთის პასპორტი.

**საჭიროა თუ არა ვიზა?**

ვიზის საჭიროება და საფასური თითოეული ტურის გვერდზე წერია („ფასში არ შედის“). დეტალები იხილეთ ჩვენს ბლოგში, ვიზების შესახებ სტატიებში.

## ავიატურები

**შედის თუ არა ავიაბილეთი ფასში?**

ავიატურების უმეტესობაში ორმხრივი ავიაბილეთი ფასში შედის. ზუსტად რა შედის, თითოეული ტურის გვერდზე წერია.

**საიდან ვფრინავთ?**

ტურის მიხედვით — თბილისის, ქუთაისის ან ერევნის აეროპორტიდან. აეროპორტი ტურის გვერდზე წერია.

**რა ბარგი შედის?**

ქუთაისიდან გამავალი ტურების უმეტესობაში შედის ხელბარგი 10 კგ (40x30x20 სმ). ზოგ ტურში ჩასაბარებელი ბარგიც შედის — ეს ტურის გვერდზეა მითითებული.

**ვინ მიდის ჯგუფთან ერთად?**

ტურების უმეტესობაზე ჯგუფს თბილისიდან ახლავს გამყოლი, ზოგ ტურზე — ადგილობრივი გიდიც.

## ერთდღიანი ტურები

**საიდან იწყება ერთდღიანი ტურები?**

თბილისიდან, მიკროავტობუსით. შეკრების ადგილი, როგორც წესი, მეტრო „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელთან არის.

**რომელ საათზე გავდივართ და ვბრუნდებით?**

როგორც წესი, გასვლა 06:00–08:00 საათზეა, დაბრუნება — 21:00–23:00 საათზე. ზუსტი დრო ტურის გვერდზე წერია.

**ტარდება თუ არა ტური ცუდ ამინდში?**

ერთდღიანი ტურები ნებისმიერ ამინდში ტარდება. ტური გადაიდება მხოლოდ მაშინ, თუ გზაზე პრობლემა შეიქმნა.

**შედის თუ არა კვება?**

ერთდღიან ტურებზე კვებაზე, როგორც წესი, თავად ზრუნავთ.

[ჯავშნისა და გადახდის პირობები](https://besttraveler.ge/ka/javshnis-pirobebi/)
