დაჯავშნა

ჯავშნის პირობები

როგორ დავჯავშნოთ ტური besttraveler-ში: ავანსი, დარჩენილი თანხის გადახდა, თანხის დაბრუნება, პასპორტი და დოკუმენტები ბავშვებისთვის.

ჯავშანი და ავანსი

ტურზე ადგილს დაჯავშნით ავანსით. ავანსის თანხა თითოეული ტურის გვერდზე წერია. ადგილის დასადასტურებლად დაგვიკავშირდით ტელეფონით ან WhatsApp-ით.

დარჩენილი თანხის გადახდა

დარჩენილ თანხას (ავანსის გარდა) იხდით ტურის დაწყებამდე 15 დღით ადრე. ზოგ შორეულ ტურზე (მაგალითად, ჩინეთში) ვადა განსხვავებულია — ის ტურის გვერდზეა მითითებული.

გადახდა ხდება საბანკო გადარიცხვით საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის ანგარიშზე. ანგარიშის ნომერს ჯავშნისას გიგზავნით.

ფასი

ავიატურების ფასი გამოთვლილია ავიაბილეთების მიმდინარე ფასის მიხედვით. გამგზავრების მოახლოებასთან ერთად ბილეთები ძვირდება, ამიტომ ფასი შეიძლება შეიცვალოს — უმჯობესია ტური დროულად დაჯავშნოთ და ფასი დაჯავშნამდე გადაამოწმოთ.

თანხის დაბრუნება

  • თუ ტურზე საკუთარი მიზეზით ვერ მიდიხართ, გადახდილი თანხა არ ბრუნდება.
  • თანხა არ ბრუნდება, თუ საზღვარს ვერ გადაკვეთთ ვადაგასული ან არასაკმარისი ვადის პასპორტის ან სხვა დარღვევის გამო.
  • ერთდღიან ტურზე თანხა არ ბრუნდება, თუ სიიდან ტურამდე ბოლო ორი დღის განმავლობაში ამოიწერებით.

დოკუმენტები

  • საზღვრის გადასაკვეთად საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი, რომელიც მოქმედებს მინიმუმ 6 თვე.
  • სომხეთისა და თურქეთის ტურებზე შეგიძლიათ იმგზავროთ პასპორტით ან პირადობის მოწმობით.
  • არასრულწლოვანს სჭირდება დაბადების მოწმობა, მშობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა და საზღვარგარეთის პასპორტი.
  • ვიზის საჭიროება და საფასური თითოეული ტურის გვერდზე წერია („ფასში არ შედის“).

ავიაკომპანია და ამინდი

  • ავიაკომპანიის მიერ დაშვებულ ხარვეზებზე (რეისის გადადება, გაუქმება, ბარგი) ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს.
  • ერთდღიანი ტურები ტარდება ნებისმიერ ამინდში. ტური გადაიდება მხოლოდ მაშინ, თუ გზაზე პრობლემა შეიქმნა.

ვერ აირჩიეთ ტური?

მოგვწერეთ WhatsApp-ზე ან დაგვირეკეთ — გეტყვით თავისუფალ ადგილებს, თარიღებსა და ფასს.

დარეკვა WhatsApp

პოპულარული მიმართულებები

უახლოესი ტურები

სწრაფი ბმულები

↑ ↓EnterEsc