დაჯავშნა

ხშირად დასმული კითხვები

ჯავშანი და გადახდა

როგორ დავჯავშნო ტური?

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე: 579 57 56 36. დაგიდასტურებთ თავისუფალ ადგილსა და ფასს, შემდეგ ადგილს ავანსით დაჯავშნით.

რა ოდენობის ავანსი უნდა გადავიხადო?

ავანსის ოდენობა თითოეულ ტურზე განსხვავებულია და მითითებულია ტურის გვერდზე, ფასის გვერდით.

როდის ვიხდი დარჩენილ თანხას?

დარჩენილ თანხას იხდით ტურის დაწყებამდე 15 დღით ადრე. ზოგ შორეულ ტურზე (მაგალითად, ჩინეთში) — 1 თვით ადრე; ეს ტურის გვერდზე წერია.

როგორ გადავიხადო?

საბანკო გადარიცხვით — საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის ანგარიშზე. ანგარიშის ნომერს ჯავშნისას გიგზავნით.

ბრუნდება თუ არა თანხა?

თუ ტურზე საკუთარი მიზეზით ვერ მიდიხართ, გადახდილი თანხა არ ბრუნდება. ასევე არ ბრუნდება, თუ საზღვარს ვერ გადაკვეთთ ვადაგასული ან არასაკმარისი ვადის პასპორტის გამო.

რატომ შეიძლება შეიცვალოს ფასი?

ავიატურების ფასი გამოთვლილია ავიაბილეთების მიმდინარე ფასის მიხედვით. გამგზავრების მოახლოებასთან ერთად ბილეთები ძვირდება, ამიტომ უმჯობესია ტური დროულად დაჯავშნოთ.

დოკუმენტები და ვიზა

რა დოკუმენტებია საჭირო?

საზღვარგარეთის პასპორტი, რომელიც მოქმედებს მინიმუმ 6 თვე. სომხეთისა და თურქეთის ტურებზე შეგიძლიათ პირადობის მოწმობითაც იმგზავროთ.

რა სჭირდება ბავშვს?

დაბადების მოწმობა, მშობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა და საზღვარგარეთის პასპორტი.

საჭიროა თუ არა ვიზა?

ვიზის საჭიროება და საფასური თითოეული ტურის გვერდზე წერია („ფასში არ შედის“). დეტალები იხილეთ ჩვენს ბლოგში, ვიზების შესახებ სტატიებში.

ავიატურები

შედის თუ არა ავიაბილეთი ფასში?

ავიატურების უმეტესობაში ორმხრივი ავიაბილეთი ფასში შედის. ზუსტად რა შედის, თითოეული ტურის გვერდზე წერია.

საიდან ვფრინავთ?

ტურის მიხედვით — თბილისის, ქუთაისის ან ერევნის აეროპორტიდან. აეროპორტი ტურის გვერდზე წერია.

რა ბარგი შედის?

ქუთაისიდან გამავალი ტურების უმეტესობაში შედის ხელბარგი 10 კგ (40x30x20 სმ). ზოგ ტურში ჩასაბარებელი ბარგიც შედის — ეს ტურის გვერდზეა მითითებული.

ვინ მიდის ჯგუფთან ერთად?

ტურების უმეტესობაზე ჯგუფს თბილისიდან ახლავს გამყოლი, ზოგ ტურზე — ადგილობრივი გიდიც.

ერთდღიანი ტურები

საიდან იწყება ერთდღიანი ტურები?

თბილისიდან, მიკროავტობუსით. შეკრების ადგილი, როგორც წესი, მეტრო „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელთან არის.

რომელ საათზე გავდივართ და ვბრუნდებით?

როგორც წესი, გასვლა 06:00–08:00 საათზეა, დაბრუნება — 21:00–23:00 საათზე. ზუსტი დრო ტურის გვერდზე წერია.

ტარდება თუ არა ტური ცუდ ამინდში?

ერთდღიანი ტურები ნებისმიერ ამინდში ტარდება. ტური გადაიდება მხოლოდ მაშინ, თუ გზაზე პრობლემა შეიქმნა.

შედის თუ არა კვება?

ერთდღიან ტურებზე კვებაზე, როგორც წესი, თავად ზრუნავთ.

ჯავშნისა და გადახდის პირობები

ვერ აირჩიეთ ტური?

მოგვწერეთ WhatsApp-ზე ან დაგვირეკეთ — გეტყვით თავისუფალ ადგილებს, თარიღებსა და ფასს.

დარეკვა WhatsApp

პოპულარული მიმართულებები

უახლოესი ტურები

სწრაფი ბმულები

↑ ↓EnterEsc