დაჯავშნა

ეგვიპტე და იორდანია: შარმ-ელ-შეიხი და პეტრა, 8 დღე

8-დღიანი ტური: დასვენება შარმ-ელ-შეიხში, პირველ ზოლზე მდებარე სასტუმროში შეუზღუდავი კვებით, ქალაქის ტური და ერთდღიანი ტური იორდანიის პეტრაში. დანარჩენ დღეებში შეგიძლიათ აირჩიოთ დამატებითი ადგილობრივი ექსკურსიები.

  • ეგვიპტე
  • იორდანია
  • შარმ-ელ-შეიხი
  • ნუვეიბა
  • აქაბა
  • პეტრა
სასახლის სამარხი პეტრაში, იორდანია

ფოტო: Mustang Joe, CC0

ხანგრძლივობა
8 დღე
უახლოესი გასვლა
24–31 იანვარი 2027 +4
გასვლა
თბილისი (TBS)
ფასი
3 700 ლარი

ტურის პროგრამა

  1. დღე 1

    • გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან
    • ჩაფრენა შარმ-ელ-შეიხში და ტრანსფერი სასტუმროში, თავისუფალი დრო
    • ქალაქის ტური: ბაზარი, ძველი მარკეტი, ნაამა-ბეი და კაფე „ფარშა“
  2. დღე 2

    • სურვილისამებრ — ტური იახტით (60 აშშ დოლარი): გასვლა 08:00-ზე, ოთხი გაჩერება, დაივინგი და სნორკელინგი, თეთრ კუნძულზე გადასვლა, კვება, ცივი და ცხელი სასმელები, დაბრუნება 16:30-ზე
  3. დღე 3

    • პეტრა, იორდანია — „ვარდისფერ ქალაქად“ წოდებული ისტორიული და არქეოლოგიური ქალაქი, რომელსაც ეს სახელი ქვის ფერის გამო ეწოდა
    • სასტუმროდან გასვლა 01:00-ზე კონდიციონერიანი „მერსედესის“ ავტობუსით ნუვეიბას პორტამდე, იქიდან ბორნით დაახლოებით 1 საათში აქაბაში და შემდეგ პეტრაში
    • ექსკურსია ფეხით იწყება: გზა 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ კანიონზე გადის
    • ალ-ხაზნე (ხაზინა) — კანიონის ბოლოს, ვიწრო გასასვლელის შემდეგ, პეტრას ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი
    • რომაული თეატრი და სამეფო სამარხები
    • სადილი რესტორანში ქალაქის ცენტრში
    • 18:45-ზე დაბრუნება აქაბაში, თავისუფალი დრო შოპინგისთვის
    • გემით დაბრუნება ნუვეიბაში და ავტობუსით შარმ-ელ-შეიხში
  4. დღე 4

    • სურვილისამებრ — დიდი საფარი (40 აშშ დოლარი): კვადროციკლებით უდაბნოში, ჩაი ბედუინების სოფელში, აქლემებით გასეირნება, ვახშამი, ტრადიციული ცეკვების შოუ და გველების შოუ
  5. დღე 5

    • სურვილისამებრ — კაირო (85 აშშ დოლარი): ეროვნული მუზეუმი, პირამიდები, სფინქსი, ესენციების, სუნამოებისა და პაპირუსის დამზადების გაცნობა, ვახშამი ნილოსზე
  6. დღე 6

    • სურვილისამებრ (100 აშშ დოლარი): ჯიპ-ტური წითელ კანიონში, დაჰაბი, სინას მთა და წმინდა ეკატერინეს მონასტერი — ადგილი, სადაც, გადმოცემით, მოსემ ღმერთისგან ათი მცნება მიიღო, და „უწვავი მაყვალი“
    • ან სურვილისამებრ (50 აშშ დოლარი): ჯიპ-ტური წითელ და თეთრ კანიონში, ტური კვადროციკლებით და აქლემებით გასეირნება
  7. დღე 7

    • სურვილისამებრ — გასეირნება წითელ ზღვაზე შუშისძირიანი გემით, საიდანაც ზღვის ბინადრებს დაათვალიერებთ (30 აშშ დოლარი)
  8. დღე 8

    • ტრანსფერი აეროპორტში და დაბრუნება თბილისში

მარშრუტი რუკაზე

რუკა: OpenFreeMap, © OpenMapTiles, © OpenStreetMap contributors

ფასში შედის

  • ავიაბილეთები თბილისი–შარმ-ელ-შეიხი–თბილისი
  • სასტუმრო პირველ ზოლზე შეუზღუდავი კვებით
  • 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი
  • ტრანსფერი
  • ტური იორდანიაში (პეტრა)
  • ქალაქის ტური
  • გამყოლი თბილისიდან და ადგილობრივი გიდები ყველა ადგილობრივ ტურზე
  • ფოტოგადაღება
  • სამოგზაურო დაზღვევა

ფასში არ შედის

  • ადგილობრივი ტურები სურვილისამებრ (ფასი მითითებულია თითოეულ ტურთან)
  • ეგვიპტის ვიზა (25 აშშ დოლარი)

დამატებით, სურვილისამებრ

  • ტური იახტით — 60 აშშ დოლარი (სურვილისამებრ)
  • დიდი საფარი კვადროციკლებით, ვახშმითა და შოუთი — 40 აშშ დოლარი (სურვილისამებრ)
  • კაირო: მუზეუმი, პირამიდები, სფინქსი, ვახშამი ნილოსზე — 85 აშშ დოლარი (სურვილისამებრ)
  • წითელი კანიონი, დაჰაბი, სინას მთა და წმინდა ეკატერინეს მონასტერი — 100 აშშ დოლარი (სურვილისამებრ)
  • წითელი და თეთრი კანიონი: ჯიპ-ტური, ტური კვადროციკლებით, აქლემები — 50 აშშ დოლარი (სურვილისამებრ)
  • შუშისძირიანი გემით გასეირნება წითელ ზღვაზე — 30 აშშ დოლარი (სურვილისამებრ)

მნიშვნელოვანია

  • დოკუმენტები: საზღვარგარეთის პასპორტი, მოქმედების ვადით მინიმუმ 6 თვე
  • ადგილობრივი ტურები სავალდებულო არ არის; თანხას იხდით ადგილზე.

ჯავშნისთვის იხდით ავანსს, დარჩენილ თანხას — ტურამდე 15 დღით ადრე. ჯავშნისა და გადახდის პირობები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ტური „ეგვიპტე და იორდანია: შარმ-ელ-შეიხი და პეტრა, 8 დღე“?

ტურის ფასია 3 700 ლარი ერთ ადამიანზე. ჯავშნისთვის იხდით 1 000 ლარი-ს.

როდის არის გასვლა?

უახლოესი თარიღები: 24–31 იანვარი 2027, 14–21 თებერვალი 2027, 21–28 მარტი 2027, 18–25 აპრილი 2027, 9–16 მაისი 2027. თავისუფალი ადგილები დააზუსტეთ ტელეფონით ან WhatsApp-ით.

რა შედის ფასში?

ავიაბილეთები თბილისი–შარმ-ელ-შეიხი–თბილისი; სასტუმრო პირველ ზოლზე შეუზღუდავი კვებით; 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი; ტრანსფერი; ტური იორდანიაში (პეტრა); ქალაქის ტური; გამყოლი თბილისიდან და ადგილობრივი გიდები ყველა ადგილობრივ ტურზე; ფოტოგადაღება; სამოგზაურო დაზღვევა.

როგორ დავჯავშნო ეს ტური?

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე: 579 57 56 36. დაგიდასტურებთ ადგილსა და ფასს. დარჩენილ თანხას იხდით ტურამდე 15 დღით ადრე.

მსგავსი ტურები

ყველა ტურის ნახვა
ფილეს ტაძარი ნილოსზე, ასუანიავიატური

ნილოსის კრუიზი: ლუქსორი, ასუანი, აბუ-სიმბელი, ჰურგადა და ელ-გუნა

8 დღე8–15 ნოემბერი 2026

8 დღე ეგვიპტეში: კრუიზი ნილოსზე ლუქსორიდან ასუანამდე, ჰურგადა და ელ-გუნა.

ერთ ადამიანზე4 500 ლარი
ტურის ნახვა
ჰურგადის ნავსადგური და მეჩეთიავიატური

ჰურგადა, ლუქსორი, პორტ-საიდი და სუეცის არხი — 7 დღე

7 დღე / 6 ღამე9–15 ნოემბერი 2026

7 დღე ჰურგადაში: სუეცის არხი და პორტ-საიდი, ჰულა-ჰულას კუნძული, ლუქსორი და მონასტრები.

ერთ ადამიანზე6 100 ლარი
ტურის ნახვა
საკრუიზო გემი ნილოსზე მზის ჩასვლისასავიატური

ნილოსის კრუიზი: კაირო, ლუქსორი, ასუანი, აბუ-სიმბელი, ალექსანდრია

9 დღე22–30 ნოემბერი 2026

9 დღე ეგვიპტეში: კრუიზი ნილოსზე, აბუ-სიმბელი, გიზას პირამიდები და ალექსანდრია.

ერთ ადამიანზე6 550 ლარი
ტურის ნახვა

ვერ აირჩიეთ ტური?

მოგვწერეთ WhatsApp-ზე ან დაგვირეკეთ — გეტყვით თავისუფალ ადგილებს, თარიღებსა და ფასს.

დარეკვა WhatsApp

პოპულარული მიმართულებები

უახლოესი ტურები

სწრაფი ბმულები

↑ ↓EnterEsc